ვებინარი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის შესახებ

თარიღი: 
16 დეკემბერი 2020 
 

   

აღწერა

16 დეკემბერს, პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა და საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოსთან თანამშრომლობით გაიმართა ონლაინ სემინარი თემაზე "ეთიკის კოდექსი პროფესიონალი ბუღალტრებისთვის".

სემინარზე მოხსენებებით წარდგნენ ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IESBA) თავმჯდომარე სტავროს თომადაკისი და IESBA-ს უფროსი ტექნიკური დირექტორი კენ სიონგი. მათ ისაუბრეს IESBA-ს ეთიკის კოდექსის სტრუქტურასა და კონცეპტუალურ ჩარჩოზე, ეთიკის კოდექსის მიღებაზე მსოფლიო მასშტაბით, დამოუკიდებლობის მოთხოვნებზე, კანონით დადგენილ წესებთან შეუსაბამობაზე, ეთიკის კოდექსის ელექტრონულ ვერსიაზე და ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

ღონისძიებას პროფესიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ პროფესიონალი ბუღალტრები და აუდიტორები STAREP-ის პროგრამაში ჩართული ქვეყნებიდან, მათ შორის სომხეთიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვასა და უკრაინიდან, ასევე წარმომადგებლები უკრაინის აუდიტის სახელმწიფო ზედამხედველობის საბჭოდან.