ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების სტრუქტურების შეფასება

თარიღი: 
27-31 იანვარი 2020 
 

   

აღწერა

ზედამხედველობის სამსახურში არსებული ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების სტრუქტურების მიმოხილვის მიზნით, თბილისში ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში სპეციალიზებულ ექსპერტთა ჯგუფი საბერძნეთის საჯარო უწყებებიდან.

ვიზიტის მიმდინარეობისას მოწვეული ექსპერტები გაეცნენ ზედამხედველობის სამსახურის სტრატეგიასთან, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. მათ ასევე გამართეს შეხვედრები და ჩაატარეს დიაგნოსტიკური ინტერვიუები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან, მათ შორის დეპარტამენტების უფროსებსა და სამსახურის უფროსთან, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარათ სამსახურის თითოეული დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების სრულფასოვნად გააზრებაში.

ამასთან, მოკლევადიანმა ექსპერტებმა ევროკავშირის საბაჟო ადმინისტრაციების კომპეტენციათა ჩარჩოს საფუძველზე წარმოადგინეს მოხსენება ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სისტემების გამოყენების კუთხით ევროკავშირში გავრცელებული კარგი პრაქტიკის შესახებ, რომელიც HAASOB-ის მიერაც გამოიყენება.

 

შედეგი

ვიზიტის დასასრულს ექსპერტებმა ზედამხედველობის სამსახურს გაუზიარეს ანგარიში, სადაც ექსპერტების მიერ განხორციელებული შეფასების შედეგებთან ერთად აისახა რეკომენდაციები სამომავლო მოქმედებისთვის.