სასწავლო ვიზიტი საბერძნეთში

თარიღი:
9-11 სექტემბერი 2019
 

   

აღწერა

ქართველი სპეციალისტების ჯგუფმა ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმაზე, თუ რა მიდგომებსა და მეთოდებს იყენებენ მათი კოლეგები ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას საბერძნეთში.

შედეგი

საბერძნეთში HAASOB-ის, საბერძნეთის კაპიტალის ბაზრის კომისიის, საბერძნეთის ბიზნეს რეესტრის, საბერძნეთის საწარმოთა ფედერაციისა და საბერძნეთის ბანკის ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების მიერ გაკეთებული მოხსენებების შედეგად, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვისთვის გამოყენებული მეთოდოლოგიის, ევროკავშირის დირექტივების გადმოტანასა და იმპლემენტაციასთან დაკავშირებული შესაძლო გამოწვევებისა და საბერძნეთის შესაბამის უწყებებში არსებული საინფორმაციო სისტემების შესახებ. მოსალოდნელია, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დადებითი გავლენა ექნება მონაწილე მხარეების სამომავლო საქმიანობაზე.