სპეციალიზებული გამოცდების მონიტორინგი

თარიღი:
22-24 იანვარი 2020
 

 

აღწერა

სამუშაო ვიზიტში მონაწილე ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტები საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოდან (HAASOB) ბუღალტრული აღრიცხვის, ამნგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) მიერ ჩატარებული სპეციალიზებული გამოცდების მონიტორინგის პროცესში.

საგამოცდო პროცესზე ერთობლივი დაკვირვების შემდეგ ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს ბაფ-ის ხელმძღვანელ პირებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ და განეხილათ პრაქტიკაში დანერგილი საგამოცდო პროცედურები.

 

შედეგი

სამდღიანი სამუშაო ვიზიტის დასასრულს ექსპერტებმა შეიმუშავეს და ზედამხედველობის სამსახურს გაუზიარეს რეკომემდაციების ნუსხა საგამოცდო პროცესის გაუმჯობესებისთვის.