ეროვნული კანონმდებლობის ნაკლოვანებათა ანალიზი (ანგარიშგება)

თარიღი: 
18-22 თებერვალი 2019
 

      

აღწერა

ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტებმა რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან და იმსჯელეს ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროს მარეგულირებელ ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, კერძოდ, დირექტივასთან 2013/34/EU მიმართებით გამოვლენილ ნაკლოვანებებზე.  

ანალიზის დროს გამოყენებული მიდგომა ითვალისწინებდა ევროკავშირის კანონმდებლობის მუხლობრივ გარჩევას საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობებს შორის შესაბამისობის შესამოწმებლად, რათა ამ გზით მომხდარიყო  ნაკლოვანებების არსებობის დადასტურება და საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. 

ექსპერტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ აგრეთვე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილესთან, ბიზნესომბუდსმენის აპარატის წევრთან და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან.

 

შედეგი

ნაკლოვანებების ანალიზმა აჩვენა, რომ მიუხედავად 2013 წლის დირექტივის საქართველოს კანონში ასახვისა, გარკვეული ნაკლოვანებები კანონმდებლობაში დღემდე რჩება. მათი ნაწილი ჩამოთვლილია ქვემოთ.

 

  • განმარტებები (ზოგიერთი განმარტება მითითებული არ არის)
  • მესამე კატეგორიის (მცირე) საწარმოს კანონმდებლობით უფრო მეტი ვალდებულება ეკისრება, ვიდრე ევროკავშირის დირექტივით
  • კონსოლიდაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება
  • მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტთან დაკავშირებილი საკითხები, მათ შორის სამართლიანი ღირებულების გაზომვა, თავდაპირველი აღიარება დისკონტირებული ოდენობით, საკუთარი აქციები
  • შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს დებულებები არაფინანსური ანგარიშგების შესახებ
  • დირექტივის დებულებები სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ არ არის ასახული კანონმდებლობაში
  • ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნების საკითხი მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის
  • აუდიტორთა ვალდებულება შეამოწმონ არაფინანსური ანგარიშგებების შინაარსი