რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მომზადება

თარიღი: 
11-12 ივლისი 2019
 

   2-3 ოქტომბერი 2019, მაისი 2020

აღწერა

ფინანსურ აღრიცხვასთან, ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებულ პირველად და მეორად კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შეთავაზების შემდეგ, ბერძენმა ექსპერტებმა კონსულტაციები გამართეს ზედამხედველობის სამსახურის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, რათა განეხილათ საქართველოში ბოლო სამი წლის მანძილზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიღებული რეგულაციების, ასევე ევროკავშირის აუდიტის და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების დირექტივებთან დაახლოების მიზნით მარეგულირებელ ჩარჩოში შესატანი შესაძლო ცვლილებების ზეგავლენის შეფასების მომზადების საკითხები.

მხარეებმა იმსჯელეს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ძირითადი ელემენტების, მიდგომისა და მეთოდოლოგიის, აგრეთვე ამგვარი შეფასების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესახებ.

 

შედეგი

საქართველოში ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის ზეგავლენის შეფასებისთვის განკუთვნილი სტრუქტურირებული კითხვარის პირველი სამუშაო ვერსია მომზადდა 2019 წლის ივლისში. მასში შემავალი კითხვების საბოლოო ვერსიაზე შეჯერება მოხდა მეორე საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში, რა დროსაც ექსპერტები, ზედამხედველობის სამსახურის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეთანხმდნენ შეფასების განხორციელების შემდგომ ნაბიჯებსა და პროცედურებზეც.  

2020 წლის მაისში შეფასების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა მხარემ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამიზნე ჯგუფებს, რომლებსაც წარმოადგენენ აუდიტორები, ბუღალტრები, ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, გაეგზავნათ კითხვარი, განხორციელდა რესპონდენტებისგან მიღებული პასუხების შეგროვება და ანალიზი, და ჩატარდა რამდენიმე ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ, დისტანციურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად.

ექსპერტებმა საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოდან (HAASOB), სახელმწიფო შემოსავლების დამოუკიდებელი ორგანოდან (IARP) და საბერძნეთის ბიზნეს რეესტრიდან შეიმუშავეს დამატებითი რეკომენდაციები საბოლოო ანგარიშის მომზადებასა და აგრეთვე იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებელია რეგულირების ზეგავლების შეფასების წარმატებით შესრულებისთვის.