საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება (ანგარიშგება)

თარიღი: 
8-10 ივლისი 2019
 

                                       30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი 2019                                                               

აღწერა

ექსპერტები შეხვდნენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს დირექტივასთან 2013/34/EU არსებული შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის.

 

შედეგი

ნაკლოვანებების ანალიზმა აჩვენა, რომ დირექტივის დებულებები მნიშვნელოვანწილად ასახულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში, თუმცა შესწორებები და დამატებები ჯერ კიდევ შესატანია.

აღნიშნული ცვლილებების თაობაზე ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები მოცემულია ქვემოთ.

 

  • მე-3 კატეგორიის საწარმოებთან მიმართებაში შეთავაზებული შესწორებები ძალაში რჩება.
  • ტერმინი „საინვესტიციო ფონდი“ განმარტებას არ საჭიროებს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით რეკომენდებულია ამ ტიპის საწარმოებმა ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ ფასს-ის სრული ვერსიის შესაბამისად, მათი ზომის მიუხედავად.
  • 2017 წლის 17 მაისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2017/828, რომელსაც აქციონერთა გრძელვადიანი ჩართულობის წახალისებასთან დაკავშირებით ცვლილება შეაქვს დირექტივაში 2007/36/EC, უნდა გადაიხედოს, განსაკუთრებით მუხლები 9ა, 9ბ და 9გ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დირექტივა 2017/828 ასოცირების შეთანხმებაში მოხსენიებული არ არის.
  • დირექტივა 2013/34-ის 33-ე მუხლი მოითხოვს პასუხისმგებლობის დაწესებას ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების შედგენისა და გამოქვეყნებისთვის. ზემოხსენებული მუხლის თანახმად, აღნიშნული დებულებები სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.
  • ცვლილებები იმ საწარმოთა დერეგისტრაციისთვის, რომლებსაც არ შეაქვთ საჭირო ინფორმაცია ბიზნეს რეესტრში. ევროკავშირის დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ცხრილის 51-ე მუხლში მოცემულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შეთავაზებული ზომები.