აუდიტის ხარისხის ერთობლივი ინსპექტირება

თარიღი: 
ივნისი, ნოემბერი, დეკემბერი 2019 
 

   

აღწერა

HAASOB-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი აუდიტის სპეციალისტთა ჯგუფი რამდენიმეჯერ შეუერთდა ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს შერჩეულ აუდიტორულ ფირმებში აუდიტის ხარისხის შემოწმების ერთობლივად ჩასატარებლად. აღნიშნული მოიცავდა ფირმებში აუდიტორული საქმიანობის სათანადოდ წარმართვის უზრუნველყოფისთვის დანერგილი შიდა კონტროლის სისტემების მიმოხილვასა და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტთან (ISQC 1) მათი შესაბამისობის დონის შეფასებას.

ბერძენი ექსპერტები ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში მხარდაჭერას უწევდნენ ქართველ კოლეგებს, რომლებიც შემოწმების პროცესში იყენებდნენ სპეციალიზებულ საოპერაციო სახელმძღვანელოს ინსპექტირებამდე შესავსები კითხვარით, ინსპექტირების პროცედურებისთვის განკუთვნილი სამუშაო პროგრამით, ISQC 1-ის კითხვებითა და მიგნებების ამსახველი ანგარიშის ნიმუშით.

თითოეული შემოწმების დასასრულს ბერძენი აუდიტორები ზედამხედველობის სამსახურს უზიარებდნენ ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ მიგნებებს, შემოწმების პროცედურების გაუმჯობესებაზე მიმართულ რეკომენდაციებსა და საუკეთესო პრაქტიკას.

 

შედეგი

ერთობლივი ინსპექტირების დროს გამოყენებულმა მეთოდოლოგიამ და პროცედურებმა საშუალება მისცა პარტნიორებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები, რაც საქართველოში აუდიტორთა საქმიანობის ხარისხის ამაღლებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა ნდობის გაზრდას არსებული ანგარიშგების სისტემის მიმართ.