ეროვნული კანონმდებლობის ნაკლოვანებათა ანალიზი (აუდიტი)

თარიღი: 
21-25 იანვარი 2019
 

      

აღწერა

აუდიტის საკითხებში ექსპერტების ჯგუფმა საბერძნეთიდან სამუშაო შეხვედრები გამართა ზედამხედველობის სამსახურის და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგებლებთან. შეხვედრების დროს განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოში მოქმედი აუდიტის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მისი შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, კერძოდ დირექტივასთან 2006/43/EC, რომელშიც ცვლილებები შევიდა დირექტივით 2014/56/EU, და რეგულაციასთან 537/2014.

ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის განმსაზღვრელ ნორმატიულ აქტებთან გაცნობის შემდეგ, ექსპერტები სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შეუდგნენ ევროკავშირის კანონმდებლობის მუხლობრივ ანალიზს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობებს შორის არსებული ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით.   

 

შედეგი

როგორც ანალიზმა აჩვენა, ევროკავშირის დირექტივები ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, თუმცა რეგულაციის დებულებები ვრცელდება მხოლოდ კომერციული ბანკების სავალდებულო აუდიტზე და არ შეეხება სდპ-ების აუდიტს, რაც იწვევს შეუსაბამობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ბერძენ და ქართველ სპეციალისტთა მუშაობის შედეგად აღმოჩენილი სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები ჩამოთვლილია ქვემოთ.

 

დირექტივებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

  • განმარტებები, კერძოდ კომპეტენტური ორგანოს, აუდიტორული ფირმის, აუდიტის წამყვანი პარტნიორის, მესამე ქვეყნების და სხვა ტერმინთა განმარტებები
  • პროფესიული ორგანიზაციებისთვის პროფესიული სერტიფიცირებისგან გათავისუფლებასა და განგრძობით განათლებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების დელეგირების საკითხები
  • ევროკავშირის დებულება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სავალდებულო აუდიტის შესახებ
  • პასუხისმგებლობის დაკისრების სისტემები, მათ შორის სანქციების დაწესების დროს გასათვალისწინებელი გარემოებები, გასატარებელი ზომები, ანგარიშგების მექანიზმი
  • საერთაშორისო თანამშრომლობა
  • სხვა ნაკლოვანებები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების რეესტრი, სავალდებულო აუდიტორთა დამტკიცება და გამოხმობა (კარგი რეპუტაცია), აუდიტორული მომსახურებით სარგებლობა გარე რესურსების გამოყენებით, ხარისხის უზრუნველყოფის შემოწმება, პროფესიული საიდუმლოება, სავალდებულო აუდიტორის დათხოვნა და ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოებისთვის

 

რეგულაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

  • აუდიტორული მომსახურების საზღაური
  • გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა
  • არააუდიტორული მომსახურების აკრძალვა
  • დამატებითი ანგარიში
  • გამჭვირვალობის ანგარიში
  • აუდიტის კომიტეტები - შემადგენლობა, წევრების დამოუკიდებლობა, სავალდებულო აუდიტორების დანიშვნა ან აუდიტორული ფირმების შერჩევა, მონიტორინგის და კომუნიკაციის წარმოება კომპეტენტურ ორგანოებთან
  • როტაციის საკითხი (წინა გარიგების დასრულებიდან 4-წლიანი ვადის გასვლამდე აუდიტორთან ხელახალი გარიგების დადების აკრძალვა)