კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალის შედგენა (ანგარიშგება)

თარიღი:
15-19 აპრილი 2019
 

 

აღწერა

ბერძენი სპეციალისტები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად შეიკრიბნენ თბილისში ფინანსური ანგარიშგების მარეგულირებელი კანონმდებლობისთვის განკუთვნილი ცვლილებების ჩამონათვალის შესადგენად.

 

შედეგი

ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ ექსპერტებმა შეიმუშავეს შესაცვლელი თუ დასახვეწი კანონმდებლობის სია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობებს შორის შეუსაბამობის დამადასტურებელი ნაკლოვანებების საფუძველზე მომზადდა. ცვლილებები მოიცავს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლებში შესატან დამატებებსა და შესწორებებს.

ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონის დირექტივასთან 2013/34/EU შესაბამისობის თაობაზე გაკეთებული კომენტარებით დადგინდა სრული შესაბამისობა ან ანგარიშგების გამოყენების არასავალდებულობა, შესწორებები შეთავაზებულ იქნა როგორც საუკეთესო პრაქტიკა. 

გარდა ამისა, შედგა ცალკე დოკუმენტი, რომელშიც შეთავაზებულია ცვლილებები მხოლოდ მეოთხე კატეგორიის (მიკრო) საწარმოებისთვის.