კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალის შედგენა (აუდიტი)

თარიღი: 
18-22 მარტი 2019
 

 

აღწერა

მარტში განხორციელებული ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტის დროს საბერძნეთიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან, რათა ერთობლივად მოემზადებინათ აუდიტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ნუსხა იმ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, რაც პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხარვეზების ანალიზის შედეგად გამოვლინდა საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში.

 

შედეგი

ექსპერტებმა შეიმუშავეს და განსახილველად ზედამხედველობის სამსახურს მიაწოდეს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალი. შეთავაზებული ცვლილებები უკავშირდება ევროკავშირის კანონმდებლობის (დირექტივა 2014/56/EU და რეგულაცია 537/0214) დებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში აღმოჩენილ ნაკლოვანებებს.