საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება (აუდიტი)

თარიღი:
2-6 სექტემბერი 2019
 

    

აღწერა

როგორც გაგრძელება საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში შესატან ცვლილებებზე მუშაობისა, აუდიტის სპეციალისტებმა საბერძნეთიდან კონსულტაციები გამართეს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან აუდიტის დირექტივასთან 2014/56/EU დაკავშირებით შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების და თანმხლები განმარტებითი ბარათების საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის.   

 

შედეგები

მხარეები შეთანხმდნენ იმ საკანონმდებლო ცვლილებების საბოლოო ვერსიაზე, რომელიც ეხმიანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოვლენილ ძირითად ნაკლოვანებებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან (დირექტივა 2014/56/EU, რომლითაც შეიცვალა დირექტივა 2006/43/EC, და რეგულაცია 537/2014) შესაბამისობაში ყოფნის თვალსაზრისით. აღნიშნული სამუშაო ვიზიტით დასრულდა სამზადისი აუდიტის საკითხებზე ცვლილებების და თანმდევი განმარტებითი ბარათების შესამუშავებლად.