გახსნითი ღონისძიება

პროექტის გახსნითი ღონისძიება 2019 წლის 22 მარტს გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გახსნა. წარმოთქმულ სიტყვაში ბ-ნმა გაგუამ მხარდაჭერა გამოხატა თვინინგის ახალი პროექტის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა ანგარიშგების რეფორმის მნიშვნელობა და ის საგულისხმო როლი, რომელიც პროექტს შეუძლია მიმდინარე რეფორმის წარმატებაში შეასრულოს.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, საერთაშორისო და ევროპული ეკონომიკური სამართლის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ქრისტინა დელიანი-დიმიტრაკუ, და HAASOB-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და საბერძნეთის საწარმოთა ფედერაციის წარმომადგენელი კონსტანტინოს სფაკაკისი.

თავის მოხსენებაში პროექტის ლიდერმა იური დოლიძემ პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა და განუმარტა დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის, პროფესიული ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და თვინინგის სხვა პროექტების წარმომადგენლებს, თუ რა სიახლეების და სარგებლის მოტანა შეუძლია პროექტს საქართველოში ანგარიშგების და აუდიტის სფეროსთვის. თავის მხრივ, პროექტის ლიდერმა საბერძნეთიდან პანაიოტის იანოპულოსმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის დირექტივების ძირითად გზავნილებსა და მათ პოტენციურ გავლენაზე პროექტის შედეგებზე.     

ღონისძიების დასასრულს, საქართველოში თავის მისიაზე საუბრისას პროექტის მუდმივმა უცხოელმა მრჩეველმა და საბერძნეთის აუდიტის სასამართლოს აუდიტორმა დიმიტრა იკონომუმ აღნიშნა პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის არსებითი მნიშვნელობა პროექტის ფარგლებში დასახული საერთო მიზნების მისაღწევად.