ბუღალტრული  აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებაა, რომელიც საზედამხედველო ორგანოდ 2016 წელს მიღებული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოში ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, აუდიტის და პროფესიული განათლების ზედამხედველობაზე.

 

ელ. ფოსტა: info@saras.gov.ge

 

 

საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭო არის საბერძნეთის ერთადერთი კომპეტენტური ორგანო ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის სფეროში. მისი მიზანია დააწესოს და ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების სწორ და ეფექტურ იმპლემენტაციას, რათა უზრუნველყოს აუდიტორული მომსახურების ხარისხი და სავალდებულო აუდიტორების და აუდიტორული ფირმების შესაბამისობა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებსა და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდექსთან.

 

ელ. ფოსტა: info@elte.org.gr

 

 

საერთაშორისო და ევროპული ეკონომიკური სამართლის ცენტრი არის 1978 წელს დაარსებული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია წაახალისოს აკადემიური კვლევები და აღმოუჩინოს საკონსულტაციო მხარდაჭერა ხელისუფლების ორგანოებს. 1998 წლიდან ცენტრმა წარმატებით განახორციელა 32 თვინინგის პროექტი. ცენტრი პასუხისმგებელია მიმდინარე პროექტის ადმინისტრირებაზეც.

 

ელ. ფოსტა: kdeod@cieel.gr